ვალების ამოღება საქართველოში

გჭირდებათ ვალის ამოღება საქართველოში? ჩვენი იურისტები დაგეხმარებიან როგორც მორიგებით, ისე სასამართლო წესით ვალის ამოღებაში. დაგვიკავშირდით დღესვე.

ვალების ამოღება საქართველოში

ჩვენი იურისტები საქართველოში განმარტავენ ვალების ამოღებასთან დაკავშირებულ ძირითად პროცედურებს საქართველოში. თუ გესაჭიროებათ დახმარება საქართველოში ვალის ამოღების პროცესში, ჩვენი იურიდიული ფირმა გაგიწევთ კონსულტაციასა და მხარდაჭერას.

ძირითადი ფაქტები 
მოქმედი კანონმდებლობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

ვალების სახეები, რომელთა ამოღებაც შესაძლებელია საქართველოში

ვალები, რომლებიც წარმოიშობა:

– კომერციული ხელშეკრულებებიდან,

– ქირავნობის ხელშეკრულებებიდან,

– საბანკო სესხებიდან,

– სამედიცინო ანგარიშებიდან,

– გადაუხდელი გადასახადებიდან და სხვ.

სასამართლოს გარეშე პროცედურების არსებობა (დიახ/არა)

დიახ

მცირე დავების პროცედურები

მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ ქონებრივ დავებს, რომელთა ღირებულება არ აღემატება GEL 5 000-ს.

ვალის მორიგებით ამოღების ხანგრძლივობა საქართველოში (დაახლ.)

თუ მოვალე თანამშრომლობისთვის მზადაა, ვალის საკითხი შეიძლება რამდენიმე დღეში მოგვარდეს.

ვალის სასამართლო წესით ამოღების ხანგრძლივობა (დაახლ.)

3-6 თვე

როდის დავიწყოთ ვალის ამოღების პროცედურა

შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ჩვენს იურისტებს, როგორც კი გადახდის ვადა გავა და მოვალე თანხას არ გადაიხდის.

მედიაცია

გირჩევთ მედიატორის ჩართვას, რათა ორივე მხარისთვის ხელსაყრელი შეთანხმება იქნეს მიღწეული.

გადახდის მოთხოვნათუ ვალის მორიგებით ამოღების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა, მოვალეს გავუგზავნით წერილობით მოთხოვნას გადახდის შესახებ.
ვალის ამოღება გადახდისუუნარობის პროცესში

თუ მოვალეს არ შეუძლია თავისი ფინანსური ვალდებულებების შესრულება.

ვალის ამოღებისთვის საჭირო დოკუმენტები

– ხელშეკრულებები,

– ინვოისები,

– გადახდის ჩანაწერები,

– ოფიციალური მიმოწერა და სხვ.

ქონების დაყადაღება

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კრედიტორს შეუძლია მოვალის ქონების ჩამორთმევა დავალიანების დასაფარად.

ქონების სახეები, რომლებიც შეიძლება დაყადაღდეს

– საცხოვრებელი/კომერციული ფართები,

– საბანკო ანგარიშები,

– სატრანსპორტო საშუალებები,

– სამკაულები,

– საწარმოს აქტივები,

– ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები და სხვ.

უცხოური სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება საქართველოში

სხვა ქვეყნებთან ორმხრივობის (რეციპროკულობის) შეთანხმებების საფუძველზე

როგორ შეუძლია დაგეხმაროთ ჩვენს იურიდიულ ფირმას?

ჩვენი ადვოკატები მოქმედებენ ვალების ამოღების შესახებ ადგილობრივი რეგულაციების სრული დაცვით. სასამართლო დავის შემთხვევაში შეგვიძლია, სასამართლოშიც წარმოგადგინოთ.

რა კანონმდებლობა არეგულირებს ვალების ამოღებას საქართველოში?

საქართველოში ვალების ამოღების ძირითადი კანონია სამოქალაქო კოდექსი, რომელიც აწესრიგებს სახელშეკრულებო საკითხებსა და ხელშეკრულების დარღვევებს. თუმცა ვალის ამოღებასთან დაკავშირებულ დებულებებს შეიცავს სხვა კანონებიც, როგორებიცაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“.

რა სამართლებრივი ნორმები გამოიყენება ვალების ამოღების საერთაშორისო საქმეებზე?

თუ ვალის ამოღების საქმეში უცხოელი მხარე მონაწილეობს, აღსრულება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად:

  1. საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“;
  2. 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენცია;
  3. საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებები.

რა არის ვალების ამოღების ძირითადი პროცედურები საქართველოში?

საქართველოში ვალის ამოღების ორი ძირითადი გზა არსებობს – მორიგებით და სასამართლო წესით.

რა ეტაპებს მოიცავს ვალის მორიგებით ამოღება საქართველოში?

მიუხედავად იმისა, არის თუ არა მოვალე ან კრედიტორი საქართველოს რეზიდენტი, დავალიანების ამოღებისთვის პირველ რიგში მორიგების პროცედურა უნდა იქნეს გამოყენებული. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, სრულდება შემდეგი ეტაპები:

  1. გადასახდელი თანხისა და პროცენტის ან პირგასამტეხლოს ოდენობის დადგენა;
  2. დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვება (ინვოისები, ხელშეკრულებები, მიმოწერა, შეკვეთის დადასტურებები);
  3. მოვალესთან პირველი კონტაქტი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ტელეფონით, ელფოსტით ან ჩვეულებრივი ფოსტით;
  4. მოვალესთან შეთანხმების მიღწევა დავალიანების გადახდის თაობაზე.

რა უნდა გავაკეთო, თუ ვალის მორიგებით ამოღება ვერ ხერხდება?

თუ მორიგების პროცედურა უშედეგოა (ეს, როგორც წესი, ხდება მაშინ, როდესაც მოვალე არ პასუხობს კრედიტორის მცდელობებს, დაუკავშირდეს მას), შესაძლებელია სარჩელის შეტანა ქართულ სასამართლოში .

აუცილებელია თუ არა ჩემი დასწრება სასამართლო პროცესზე?

არა, კანონი არ გავალდებულებთ, ვალის ამოღების საქმეებთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს დაესწროთ. პროცედურაში შეიძლება წარმოგადგინოთ თქვენმა ადგილობრივმა იურისტმა.

რა არის საჭირო სასამართლო წარმოების დასაწყებად?

ამ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოში ვალების ამოღებაში სპეციალიზებული იურისტის აყვანა, რადგან არსებობს მრავალი პროცედურა, რომელიც კონკრეტული ფორმალობების დაცვით უნდა შესრულდეს. სასამართლო საქმე იწყება:

  1. სარჩელის მომზადებით დადგენილი ფორმის შესაბამისად;
  2. დოკუმენტის შედგენით ქვეყნის სახელმწიფო ენაზე (ქართულად);
  3. მისი წარდგენით სასამართლო სისტემის ონლაინ პორტალის მეშვეობით ან პირადად;
  4. ორივე მხარის მიერ წარდგენილ მასალებზე ონლაინ წვდომის მიღებით.

ქვემოთ მოცემული ინფოგრაფიკა წარმოგიდგენთ საქართველოში ვალების ამოღების ძირითად ეტაპებს:

შემიძლია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება?

დიახ, ვალის ამოღების საქმის მხარეებს, რომელიც ქართულ სასამართლოში განიხილება, შეუძლიათ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში.

რა ვადაში უნდა იქნეს შეტანილი სააპელაციო საჩივარი?

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თითოეულ მხარეს აქვს 14 დღე სააპელაციო საჩივრის შესატანად.

რამდენ ხანს გრძელდება საქმის განხილვა სასამართლო სისტემაში?

სასამართლო სისტემის მეშვეობით გადაწყვეტილ საქმეებს შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე სასამართლოს გარეშე ფორმალობებს. ზოგადად, ვალის ამოღების საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას საშუალოდ 7 თვე შეიძლება დასჭირდეს.

როდის შედის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში?

თუ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და მხარეები მას აღარ ასაჩივრებენ, მოსამართლეთა გადაწყვეტილება სავალდებულო ხდება. ეს ხორციელდება სააღსრულებო ფურცლის გაცემით, რომელშიც მითითებულია, თუ რა წესით განხორციელდება ვალის ამოღება შესაბამის საქმეზე.

როგორია ვალის ამოღების პროცედურა, როდესაც საქმეში უცხოელი კრედიტორი მონაწილეობს?

ვალის ამოღება უცხოელი მხარის მონაწილეობით შემდეგი ეტაპებით მიმდინარეობს:

  • ჩვენი იურისტები შეისწავლიან უცხოელი მოსარჩელის ქვეყნის კანონმდებლობას და შეუსაბამებენ მას ასეთ სიტუაციებში მოქმედ საქართველოს კანონებს;
  • შემდეგ დავუკავშირდებით ქართველ მოვალეს და შევეცდებით, მივაღწიოთ შეთანხმებას ვალის სწრაფად დაფარვის თაობაზე;
  • თუ სასამართლოსთვის მიმართვა გახდება საჭირო, უზრუნველვყოფთ საქმესთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულების წარდგენას;
  • ასევე შემოგთავაზებთ წარმომადგენლობას სასამართლო პროცესზე სასურველი შედეგის მისაღწევად;
  • გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ დავიწყებთ დავალიანების ამოღებას.

ქვემოთ გთავაზობთ, ნახოთ მოკლე პრეზენტაცია თემაზე „როგორ ამოვიღოთ ვალი საქართველოში“:

Video

შეუძლიათ თუ არა თქვენს ქართველ იურისტებს სამომხმარებლო ვალების ამოღებაში დახმარება?

ჩვენი ქართველი იურისტები ასევე გაგიწევენ დახმარებას საქმეებში, რომლებიც ეხება ვალების ამოღებას მომხმარებლებისგან ან ფიზიკური პირებისგან. ეს ვალები მოიცავს: საკრედიტო ბარათების დავალიანებას, სამედიცინო ანგარიშებს, კომუნალურ გადასახადებს, სტუდენტურ სესხებს, პირად სესხებს და სამომხმარებლო კრედიტის სხვა ფორმებს. ზოგიერთმა ასეთმა ვალმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მომხმარებლის საკრედიტო ისტორიასა და გადახდისუნარიანობაზე.

შეიძლება თუ არა ჩემი ქონების დაყადაღება ვალის ამოღების პროცედურებში?

დიახ, ქონების დაყადაღება არის სამართლებრივი პროცესი, რომელიც საქართველოში ვალის ამოღების პროცედურების ფარგლებში ტარდება, როდესაც მოვალეები ვერ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს. იგი გულისხმობს კრედიტორების მიერ მოვალის ქონების დაყადაღებას ან ჩამორთმევას დავალიანების დასაფარად.

როგორია ხანდაზმულობის ვადა საქართველოში?

ხანდაზმულობის ვადა არის დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია მოთხოვნის წარდგენა. საქართველოში ხანდაზმულობის საერთო ვადა 10 წელია, თუმცა სახელშეკრულებო მოთხოვნები (მათ შორის გადაუხდელი ინვოისები) ხანდაზმული ხდება 3 წლის შემდეგ (უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისთვის – 6 წლის შემდეგ), რაც აითვლება გადახდის ვადის დადგომის დღიდან.

შეგიძლიათ თუ არა ვალების ამოღების მომსახურების გაწევა სხვა ქვეყნებში?

თუ გესაჭიროებათ ვალების ამოღების მომსახურება სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ნიდერლანდებში, შეგვიძლია, დაგაკავშიროთ ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან.

თუ გესაჭიროებათ დახმარება ვალის მორიგებით ან სასამართლო წესით ამოღების პროცედურებში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს იურიდიულ ფირმას საქართველოში.

, Attorney at Law · 2 ოქტომბერი, 2026